Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ზე დატოვა
Civil.ge
26 July 2017, 15:05

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც 26 ივლისს გაიმართა. 

ეროვნული ბანკის თანახმად, მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა არსებულ პროგნოზებთან შესაბამისობაშია. „ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, აქედან თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება “, - ამბობს ეროვნული ბანკი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ეროვნული ბანკი ყურადღებას „საგარეო სექტორის გაუმჯობესებაზე“ ამახვილებს, რაც, ბანკის ინფორმაციით, „გამოხატულია საქონლისა და მომსახურების (ტურიზმი) ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების მაღალი ტემპით ზრდაში“.

„ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია, რაც შესაბამისობაშია არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი